„მოიარეთ“ თურქეთი ველოსიპედით

01 Iyun 2023 - 18:05

348

მზად ხართ მოიაროთ თურქეთი ველოსიპედით? ხმელთაშუა ზღვიდან ეგეოსამდე, გაიაროთ ულამაზესი ყურეები და მიჰყვეთ უძველესი ცივილიზაციების კვალს, რომელიც შორეულ წარსულში გამოგზაურებთ. ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ თურქული სამზარეულოს დაგემოვნება დელიკატესებით, რომელიც   უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.  ასევე თურქეთში მათთვის, ვისაც უყვარს ველოსიპედით მოგზაურობა, ქემფინგისა და გლამფინგისთვის შესანიშნავი ადგილებია მოწყობილი.

აღსანიშნავია  "ველოსიპედისტთა ჯგუფის განსახლების ობიექტის"  სერტიფიკატი, რომელიც თურქეთმა  ველო ტურიზმისა და მდგრადი ტურიზმის მხარდასაჭერად დააწესა. იგი ენიჭება იმ სასტუმროებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს: უსაფრთხო პარკინგის უზრუნველყოფა ველოსიპედისტთათვის, შესაბამისი პერსონალის დასაქმება ადგილობრივ ველო მარშრუტებზე, კონკრეტული ადგილი მოწყობა ველოსიპედის შეკეთება/რემონტისთვის  და ა.შ

 

ევროველო (EuroVelo)

თურქეთი მონაწილეობს პროექტ EuroVelo-ში , რომელიც არის ევროპის ველოსიპედისტთა სამარშრუტო საქალაქთაშორისო ქსელი.  იგი ერთმანეთთან აკავშირებს  ევროპის ქვეყნებს და აერთიანებს 17 სხვადასხვა ველო მარშრუტს, რომელშიც შედის ქალაქი იზმირი, ედირნესი და კირკლარელი.  ველოსიპედით ქვეყნის შესწავლისას თქვენ შეგიძლიათ დაუვიწყარი მოგზაურობა შეიქმნათ ისტორიასა და ბუნებაში და ისიამოვნოთ მათი დათვალიერებით.  აღსანიშნავია, რომ  EuroVelo 8 თურქეთში შედის იზმირის დიკილის პორტიდან და გადის პერგამონის უძველეს ქალაქზე (İzmir Kuş Cenneti - იზმირის ფრინველთა სამოთხე), კარშიიაკაზე, ალსანჩაკზე, სეფერიჰისარზე, სიღაჯიკზე, ურლასა და ალაჩათიში, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ეს გრძელი გზა კი მთავრდება უძველეს ქალაქ ეფესოში, რომელიც ასევე იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ ძეგლად მოიაზრება. 

 

თურქეთის ეგეოსის რეგიონი

"თურქული" ეგეოსი გადაჭიმულია სამხრეთით,  ქალაქ ჩეშმედან ქუშადასის გავლით ქალაქ ფეთჰიემდე.  მარმარილოსა და ხმელთაშუა ზღვის მოსაზღვრე ეგეოსის რეგიონს ოფიციალურად უწოდებენ "ეგერის რეგიონს" (tr. Ege Bölgesi) და იგი შედგება რვა პროვინციისგან: აფიონი, აიდინი, დენიზლი, იზმირი, კუტაჰია, მანისა, მუგლა და უსაკი. თურქეთის ეგეოსის სანაპირო თითქმის 3000 კილომეტრი სიგრძისაა. აქ ტურისტები მოგზაურობისას  ნახავენ უძველეს ქალაქებს თავისი კულტურული ძეგლებით, მარადმწვანე წიწვოვანი ტყეებით, დიდი ბაზრებითა და გასართობი ადგილებით.

EuroVelo 8-ის მარშრუტზეა იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ქალაქები ბერგამა და ეფესო, ასევე Cittaslow-ს ქალაქები - ფოჩა, სეფერიჰისარი და იენიფაზარი (Yenipazar) და  ა.შ

უფრო მეტიც, აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა თურქული ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინოები, ადგილობრივი ზეთისხილი,  გემრიელი და ჯანსაღი კერძები და სხვ.   

 

თურქული რივიერა

ეს გზები მიგიყვანთ თურქულ რივიერაზე, სადაც შეხვედებით დიდებულ კუროს მთებს, კანიონებს,  ტყეებს შორის "დამალულ" უძველეს ქალაქებს და მრავალ კულტურულ ღირსშესანიშნაობას, რომელიც შორეულ წარსულში გამოგზაურებთ.

კაპადოკია

კაპადოკია, რომელიც ჯადოსნურ მიწას წააგავს თავისი ზღაპრული კლდოვანი ადგილებით, მშვენიერი ადგილია ველოსიპედით შესასწავლად.   თქვენ აქ ველო მოგზაურობისას შეხვდებით უძველეს ეკლესიებსა და მიწისქვეშა ქალაქებს, სადაც ასობით მეტრს ქვემოთ აუცილებლად უნდა გაჩერდეთ და შეიგრძნოთ იქაური „სიძველე“.  ასევე უნდა დარჩეთ  კეთილმოწყობილ  "კლდოვან"   სასტუმროებში და დააგემოვნოთ ათასი წლის ღვინოები.



Xəbər lenti

ABŞ-dən İsrailə qarşı sanksiyalar
2024-04-19 22:05

Qazaxın 4 kəndi Azərbaycana qaytarıldı
2024-04-19 22:00

Tbilisidə keçirilən etiraz aksiyaları zamanı beş polis yaralanıb
2024-04-19 20:35

Liluaşvili: Zuqdidi və Rustavi Sakrebulolarında Milli Hərəkat və Gürcü arzusu arasında razılaşma əldə olunub
2024-04-19 20:32

Saraçlı kəndində amansızlıqla qətlə yetirilən İsə Hüseynovun atası danışdı -VİDEO
2024-04-19 20:27

Nazir Aleko Elisaşvilinin işi ilə bağlı suala belə cavab verib
2024-04-19 20:23

20 aprel üçün xarici valyutanın rəsmi məzənnəsi
2024-04-19 19:35

Gürcüstan DTX Rusiyanın Abxaziyada inşa etdiyi limanla bağlı xəbərdarlıq edib
2024-04-19 15:15

NATO “xarici agentlər” qanununun Gürcüstan parlamentində qəbul edilməsindən narahatdır
2024-04-19 15:12

Cənab Bidzinaya aidiyyatı yoxdur, amma olsa belə, nə olsun ki?
2024-04-19 12:35

6 partiya: rus qanununun ikinci oxunuş günü üçün tam səfərbərlik elan edirik
2024-04-19 12:26

Qarşıdan gələn seçkilər gürcü kabusundan qurtulmaq üçün həlledici olacaq
2024-04-19 12:23

İranlı general İsfahanda heç bir dağıntının olmadığını bildirib
2024-04-19 12:05

Gənclər bu gün Parlament qarşısında aksiya keçirəcəklər
2024-04-19 11:54

“Xarici təsir” qanunu Aİ-yə üzvlük danışıqlarına başlanılmasının qarşısını almaq üçündür
2024-04-19 11:16

İran səmasında İsaril PUA-ları VURULDU
2024-04-19 10:54

“İrana raket hücumu olmayıb”
2024-04-19 10:45

Zurabişvili: “Xarici təsir” qanunu Aİ-yə üzvlük danışıqlarına başlanılmasının qarşısını almaq üçündür
2024-04-18 22:58

Ukrayna XİN: Gürcüstan üçün real təhdid
2024-04-18 22:45

Viola fon Kramon: İvanişvili ehtiyat tədbirləri görür, sanksiyalar tətbiq olunarsa, pulu Gürcüstana qaytarmalıdır
2024-04-18 21:19

“Polis mənə fiziki təzyiq etdi, qabırğam sınıb”- Aleko Elisaşvili
2024-04-18 21:12

” Gürcüstan parlamentinin qərarından dərin məyus olduq”
2024-04-18 21:09

Sameqreloda ölümlə nəticələnən avtomobil qəzası baş verib
2024-04-18 21:01

Lui Bono Gürcüstanda səfərdədir
2024-04-18 20:45

Gürcüstanda torpaq sürüşməsi baş verdi
2024-04-18 20:31

19 aprel üçün xarici valyutanın rəsmi məzənnəsi
2024-04-18 19:42

Aksiyalar bizə xalqın qanun layihəsinə dəstəyini göstərdi
2024-04-18 15:36

Prezident qadınlar üçün kvotanın ləğvini nəzərdə tutan qanun layihəsinə veto qoyub
2024-04-18 15:31

“Gürcüstan Corciya deyil” - Tbilisidə davam edən etirazla bağlı Moskvada nə deyirlər
2024-04-18 14:50

Bu tarixdən ölkədə hava şəraiti dəyişəcək
2024-04-18 12:44

“İvanişviliyə offşorlarda gizlədilən əmlakını ölkəyə gətirməyə icazə verilir”, - qanunda nə dəyişir
2024-04-18 12:28

Bu, bizi ukraynalaşmadan qoruyacaq
2024-04-18 11:22

Bu xidmətlər hökumət tərəfindən maliyyələşdiriləcək
2024-04-18 11:14

İnsultdan qaçmağın ən asan və sadə yolu
2024-04-18 11:06

Qurana görə emosional nizam-intizam
2024-04-18 10:48

Gürcüstanın xarici ticarət dövriyyəsi azalıb
2024-04-18 10:39

Gürcüstan parlamentində təhlükəsizlik tədbirləri gücləndirilib
2024-04-18 10:29

Yenilənmiş insanabənzər robot təqdim olundu - VİDEO
2024-04-18 10:18

“WhatsApp”da uzun müddətdir gözlənilən yeni FUNKSİYA
2024-04-18 10:08

Hindistan əhalinin sayına görə dünyada birinci yerdədir
2024-04-18 09:57


Digər Dünya xəbərləri:

Süni intellektin növbəti uğuru

102