იმოგზაურეთ უძველეს მითოლოგიასა და საოცარ ბუნებაში

12 Avqust 2023 - 08:00

342

ენეასის კულტურული მარშრუტი
ჩანაქალე -  ეს არის თურქეთის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ჩრდილოეთ ეგეოსის ზღვაში, რომელიც ვიზიტორებს საოცარ მოგზაურობას ჰპირდება.     ჩანაქალე  ცნობილია თავისი მდიდარი ისტორიითა და კულტურით. ეს უძველესი ქალაქი, რომელიც ასახავს მრავალ ლეგენდას, ამავდროულად ბევრი არქეოლოგიური და კულტურული ძეგლის ადგილსამყოფელია. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ  ისტორიული ადგილები, როგორიც არის მაგალითად, ტროას ნანგრევები, რომელიც 1998 წლიდან არის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში და ითვლება  მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი უძველეს ისტორიულ ქალაქად. იგი ასევე არის ენეასის მარშრუტის საწყისი წერტილი, რომელიც ევროპის საბჭოს მიერ აღიარებულ იქნა პირველ კულტურულ მარშრუტად თურქეთში. აღნიშნული მარშრუტი აერთიანებს  ულამაზეს ბუნებას, საოცარ ხედებსა და  სხვადასხვა არქეოლოგიურ ადგილს, რომლებიც იუნესკოს სიაში არიან შეტანილნი.   საბოლოოდ, ენეასის მარშრუტი ტურისტს ხანგრძლივ და საინტერესო კულტურულ თავგადასავალს ჰპირდება.
ენეასის ლეგენდა
ენეასის ლეგენდა ასახავს ენეასის კულტურულ გზას, რომელიც მოთხრობილია  პოეტ ვირგილიუსის მიერ. ვერგილიუსის „ენეიდა“ მოგვითხრობს ენეასის, ტროას მთავრის შვილისა და სიყვარულის ქალღმერთის აფროდიტეს შესახებ.  ლეგენდის თანახმად, ტროას დაცემის შემდეგ გმირმა ენეასმა და მისმა ახლობლებმა ბერძნებისგან თავი გაქცევით დააღწიეს. ისინი დასხდნენ გემზე და გაცურეს ბედის საძიებლად ეტრურიისკენ. იგი ჯერ მაკედონიაში გაჩერდა, შემდეგ სიცილიაში და ბოლოს დაბინავდა ლავრენტიუმში. მათ ჯერ კონფლიქტი მოუვიდათ ადგილობრივ მეფე ლათინუსთან, შემდეგ კი ზოგი ვერსიით ენეასმა დაამარცხა ლათინი და ისინი დანათესავდ ნენ, ხოლო სხვა ვერსიით კი ბრძოლის დაწყების წინ ლათინი წინ გამოვიდა და გამოჰკითხა ჩამოსულებს, თუ ვინ იყვნენ და საიდან, როდესაც შეიტყო მათი ამბავი, გადაწყვიტა დამეგობრება. მეგობრობის ნიშნად კი მიათხოვა საკუთარი ქალიშვილი ენეასს. ამის შემდეგ ტროადან წამოსულებმა დააარსეს ქალაქი, რომელსაც ენეასის ცოლის პატივსაცემად ლავინიუმი დაარქვეს. მალე ენეასს შეეძინა ვაჟი ასკანიუსი. 
ლათინუსი მალე დაიღუპა რუტულების მეფე ტურნუსთან ბრძოლაში, რის შემდეგაც დამარცხებულმა რუტულებმა დახმარება ეტრუსკულ ქალაქ ცერეს მეფეს სთხოვეს. ეტრუსკებს აღელვებდათ ახალი სახელმწიფოს შექმნა და მას თავისი უსაფრთოებისთვის სახიფათოდ მიიჩნევდნენ, ამიტომ დათანხმდნენ კავშირზე. ენეასმა კი ასეთი განსაცდელის წინაშე გააერთიანა თავისი ერი აბორიგენებთან და ორივე ერს უწოდა ლათინები. ლათინების და ეტრუსკების ბრძოლაში ლათინებმა გაიმარჯვეს, ხოლო ენეასი დაიღუპა და დაკრძალეს მდინარე ნუმიკთან. დღეს კი ტროას გმირი ენეასი რჩება ევროპული იდენტობის სიმბოლოდ.

ენეასის მარშრუტი მოიცავს ხუთ ქვეყანას 
ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამამ მუშაობა დაიწყო 1987 წელს, რის მიზანიცაა აჩვენოს მსოფლიოს, თუ როგორ  უწყობს ხელს იგი  საერთო კულტურული მემკვიდრეობების შენარჩუნებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული სინამდვილის წარმოჩენისთვის.  ენეასის კულტურული მარშრუტი, სადაც  ზემოაღნიშნულმა მითოლოგიურმა გმირმა რთული გზა გაიარა საუკუნეების წინ, მოიცავს  ხმელთაშუა ზღვის 5 ქვეყანას.  იგი იწყება  თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ეგეოსის ზღვის სანაპიროდან და გრძელდება იტალიის ლატიუმის სანაპირომდე. მარშრუტი ასევე მოიცავს, იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში შეყვანილ ექვს ადგილს: ტროას, ბუტრინტს, დელოსს, ვულკან ეტნას,  კართაგენსა და იტალიის სილენტოს  სანაპიროს.
ენეასის მარშრუტი გადის ჩანაქალეს, ბალიქესირისა და ედირნეს პროვინციებზე; ის ერთმანეთთან აკავშირებს ალბანეთს, საბერძნეთს, ტუნისს და იტალიას. მარშრუტზეა უძველესი ქალაქი აინოსიც, სადაც ენეასმა დაიწყო ახალი ტროას მშენებლობა. 



Xəbər lenti

Qardabanidə qardaş bacısını bıçaqlayıb
2024-05-16 23:52

VMH sədri əhaliyə səsləndi: “Sülh yolu ilə mübarizə aparmalıyıq”
2024-05-16 23:50

“Əgər kollektiv “Milli Hərəkat” Salome Zurabişvilini lider kimi elan edərsə...”
2024-05-16 23:47

Gürcüstan və Türkiyə arasında enerji sahəsində əməkdaşlıq memorandumu imzalanıb
2024-05-16 23:45

Tiflisdə yenidən etiraz aksiyası keçirilir
2024-05-16 23:40

Aİ-yə üzv ölkələrin xarici işlər nazirlərinin Tbilisidə etirazlarda iştirakı təəssüf doğurur
2024-05-16 23:34

Darçiaşvili bəzi avropalı XİN başçılarının müxalifətin aksiyasını dəstəkləməsini pisləyib
2024-05-16 20:37

Şirin pampıq kimi yüngül planet kəşf edildi
2024-05-16 20:32

Yanvar-aprel aylarında Türkiyənin Gürcüstana hazır geyim məhsulları ixracının həcmi açıqlandı
2024-05-16 20:22

Tiflisdə 120 təşkilat tələb etdi: “Agentlər”i geri götür!
2024-05-16 20:17

İki qardaş 12 saniyəyə 25 milyon dollar oğurladı
2024-05-16 20:14

Azərbaycan və Ermənistan arasında sülh sazişi tarixi fürsətdir
2024-05-16 20:08

Ərdoğanla Kobaxidze FETÖ və PKK ilə mübarizədən danışıb
2024-05-16 20:04

Türkiyə-Azərbaycan-Gürcüstan əməkdaşlığı həqiqətən vacibdir
2024-05-16 20:02

Ərdoğan İrakli Kobaxidzeni rəsmi mərasimlə qarşılayıb
2024-05-16 19:59

Rusiyanın “Unistream” ödəniş sistemi Gürcüstana pul köçürmələrini bərpa edib
2024-05-16 19:34

Motosiklet idarə edən gənc qəza törətdi
2024-05-16 19:29

17 may üçün xarici valyutanın rəsmi məzənnəsi
2024-05-16 19:16

Gürcüstan avropalı tərəfdaşlarla müzakirələrə və həmçinin avropalı tərəfdaşların bu qanunu Avropa direktivlərinə uyğunlaşdıracaq təkliflərə hazırdır
2024-05-16 19:07

Gürcüstan Milli Bankı 60 milyon dollar satıb
2024-05-16 16:10

Daxili İşlər Nazirliyi parlamentin yaxınlığında iki nəfəri əmlaka ziyan vurmaqda ittiham edərək saxlayıb
2024-05-16 15:30

Mtacmindada yanğın baş verib
2024-05-16 14:36

Mamuka Mdinaradze: Xahiş edirəm ki, sanksiya mexanizmi işə düşərsə, başqalarına deyil mənə sanksiya tətbiq edilsin
2024-05-16 14:28

Parlament “Seçki Məcəlləsinə dəyişiklik edilməsi haqqında” qanun layihəsini üçüncü oxunuşda təsdiq edib
2024-05-16 14:25

İrakli Kobaxidze Türkiyəyə rəsmi səfərə gedib
2024-05-16 14:09

Gürcüstandan Azərbaycana qanunsuz keçmək istəyən 10 nəfər saxlanılıb
2024-05-16 13:55

Avropa parlamentariləri “Gürcü arzusu”na çağırış edir
2024-05-16 12:47

Bu tarixdə Gürcüstanda tətil elan edildi
2024-05-16 12:32

Avropalı nazirlərin etirazlara qoşulması Gürcüstanda çevrilişə yardımdır
2024-05-16 12:08

5 günlük axtarışdan sonra 27 yaşlı qızın meyiti tapılıb
2024-05-16 11:29

Mədə üçün ən faydalı ədviyyat: qastritin dərmanı...
2024-05-16 11:18

Quranda qorxudan çəkinmək və emosional intizam
2024-05-16 11:11

Kaxa Kaladze nümayişlərdə iştirak edən avropalı nazirləri düşmən adlandırıb
2024-05-16 10:58

Putini Çində belə qarşıladılar -VİDEO
2024-05-16 10:07

Slovakiyanın Baş nazirinin əməliyyatı uğurlu keçib, həkimlərlə danışır
2024-05-15 22:06

Batumi Dövlət Universitetinin qarşısında "xarici agentlər haqqında" qanuna etiraz aksiyası bərpa olunub
2024-05-15 22:04

Baltikyanı ölkələrin XİN başçıları Tbilisidə etiraz aksiyasına qoşulublar
2024-05-15 21:57

Etiraz aksiyası keçirən tələbələr Qəhrəmanlar Meydanını bağladılar
2024-05-15 20:55

Robert Fitsoya qarşı hücumu qətiyyətlə pisləyirik
2024-05-15 20:50

Slovakiyada atışma - Baş nazir yaralandı - Video
2024-05-15 20:42


Digər Dünya xəbərləri: