ღია და დახურული ბაზრები თურქეთში

24 Aprel 2023 - 18:27

344

ღია და დახურული ბაზრები თურქეთის თითქმის ყველა ქალაქშია აშენებული, რომლებიც მრავალი სავაჭრო მაღაზიისგან შედგება. ეს გიგანტური ბაზრები გამორჩეულია თავისი კულტურული და ისტორიული ტრადიციებით, რის გამოც აქ ჩამომსვლელ ტურისტთა რაოდენობა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება. აღნიშნულ სავაჭრო დაწესებულებებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ და დააგემოვნოთ ახალი და ხმელი ხილი, ბოსტნეული, ადგილობრივი ყველი, მაწონი, იოგურტი, ასევე შეხვდეთ სტუმართმოყვარე მოვაჭრეებს და ისიამოვნოთ იქ შექმნილი თბილი გარემოთი.

თურქეთში ქვეყნის მასშტაბით მრავალი ბაზარი არსებობს, თუმცა დღეს ვისაუბრებთ მხოლოდ რამდენიმეზე:

სტამბოლი

სტამბოლის დახურული ბაზარი (დიდი ბაზარი) მდებარეობს ქალაქის ცენტრში ბეიაზითის, ნუროსმანიესა და მერჯანის უბნებს შორის. იგი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი დახურული ბაზარი. მასში დაახლოებით 4000 მაღაზიაა განთავსებული, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 25 ათას კაცს აჭარბებს.

აივალიქი, ბალიქესირი (Ayvalık, Balıkesir)

აივალიქი - ეს არის ულამაზესი ქალაქი თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც ბალიქესირის რაიონში მდებარეობს. იგი ცნობილია თავისი ტრადიციული და მრავალფეროვანი ბაზრით, რომელსაც შეგიძლიათ ეწვიოთ და ადგილობრივი პროდუქცია და სუვენირები შეიძინოთ. აივალიქის ბაზარში შეგიძლიათ დააგემოვნოთ გამოტანილი ბოსტნეული, ხილი, ასევე ისადილოთ და ამასობაში, თქვენი წვლილიც შეიტანოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებაში.

სიაჩიკი, იზმირი ( Sığaçık, Izmir)

სიაჩიკი არის პატარა ქალაქი ეგეოსის ზღვის სანაპიროზე. აქ ფუნქციონირებს ადგილობრივი მწარმოებლების სავაჭრო ბაზარი, რომელიც ყოველ კვირას იხსნება და მზადაა მოემსახუროს კლიენტებს. იგი ტურისტებისთვის დღითიდღე ხდება მიმზიდველი და პოპულარული. აივალიკში ნახავთ უგემრიელესს მურაბებსა და ტკბილეულებს, დესერტებს, ასევე შეხვდებით სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთის გამყიდველებს, ხელოსნებს, რომლებიც თავიანთ სულსა და გულს დებენ ამ საქმის გაკეთებაში.

ჯუმალიქიზიქი, ბურსა (Cumalıkızık, Bursa)

ეს სოფელი, რომელიც ქალაქ ბურსას აღმოსავლეთით, ულუდაღის მთის ძირში მდებარეობს, ტურისტებისთვის საკმაოდ მიმზიდველი ადგილია. მისი ისტორია ოსმალეთის იმპერიის ჩამოყალიბების პერიოდიდან იწყება. ჯუმალიქიზიქში ყოველთვის ღიაა ბაზრები და დგას მრავალი დახლი, სადაც სოფლის ტრადიციულ და მრავალფეროვან პროდუქციას ყიდიან.

ტირე, იზმირი (Tire, Izmir)

ტირეს რაიონი შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ცენტრია თურქეთში, რომელიც ცნობილია თავისი ტრადიციული ბაზრით. ბაზარი ყოველ სამშაბათს იხსნება ლოცვით, რის შემდეგაც სოფლის მცხოვრებლები აწყობენ დახლებს, ერთად ლოცულობენ და გამოხატავენ მადლიერებას სიუხვისა და ნაყოფიერებისთვის. აქ ნახავთ ადგილობრივების მიერ წარმოებულ ბოსტნეულს, ხილს, ყველს, ზეითუნის ზეთს, კარაქს, და სხვ. ამასთან, საკვების გარდა, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ტანსაცმლები, მძივები, საპონი, ლამაზი ხალიჩები, კერამიკული ნივთები და ა.შ

აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქში წლების წინ მრავალი ცივილიზაცია არსებობდა და მას მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია. თურქეთის ხუთი დიდი ქალაქის შემდეგ, ყველაზე მეტი ისტორიული ძეგლი ტირეს რაიონში მდებარეობს.

"ეკოლოგიური ბაზრები" (Ekolojik Pazarlar)

"ეკოლოგიური ბაზრები" - ეს არის ორგანული (ბიოლოგიურად სუფთა) პროდუქტების ბაზართა ერთობლიონა, რომელიც თურქეთში 2006 წლიდან ფუნქციონირებს. იგი არა მხოლოდ გარემოსდაცვით და კულტურულ მდგრადობას უწყობს ხელს, არამედ ათასობით ადამიანს აძლევს საშუალებას მიიღოს ორგანული საკვები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრებისთვის. აღსანიშნავია, რომ ხორბლის მწარმოებელი ასოციაცია ახორციელებს პროექტს - "100%-ით ეკოლოგიური ბაზრები", რომლის ფარგლებშიც კარგად ფუნქციონირებს სტამბოლის, ბაქირქოის, შიშლის, იზმითისა და ქართალის დიდი ბაზრები.

საერთაშორისო ბაზრები

ბაზრის საერთაშორისო ქსელში თურქეთიდან შედის 4 მსხვილი ბაზარი, რომლის მიზანიც ჯანსაღ საკვებზე თავისუფალი და ხარისხიანი წვდომის უზრუნველყოფაა. ეს არის თარსუსის, შილეს, გოქჩეადასა და ფოჩას ბაზრები.



Xəbər lenti

Daxili İşlər Nazirliyi parlamentin yaxınlığında iki nəfəri əmlaka ziyan vurmaqda ittiham edərək saxlayıb
2024-05-16 15:30

Mtacmindada yanğın baş verib
2024-05-16 14:36

Mamuka Mdinaradze: Xahiş edirəm ki, sanksiya mexanizmi işə düşərsə, başqalarına deyil mənə sanksiya tətbiq edilsin
2024-05-16 14:28

Parlament “Seçki Məcəlləsinə dəyişiklik edilməsi haqqında” qanun layihəsini üçüncü oxunuşda təsdiq edib
2024-05-16 14:25

İrakli Kobaxidze Türkiyəyə rəsmi səfərə gedib
2024-05-16 14:09

Gürcüstandan Azərbaycana qanunsuz keçmək istəyən 10 nəfər saxlanılıb
2024-05-16 13:55

Avropa parlamentariləri “Gürcü arzusu”na çağırış edir
2024-05-16 12:47

Bu tarixdə Gürcüstanda tətil elan edildi
2024-05-16 12:32

Avropalı nazirlərin etirazlara qoşulması Gürcüstanda çevrilişə yardımdır
2024-05-16 12:08

5 günlük axtarışdan sonra 27 yaşlı qızın meyiti tapılıb
2024-05-16 11:29

Mədə üçün ən faydalı ədviyyat: qastritin dərmanı...
2024-05-16 11:18

Quranda qorxudan çəkinmək və emosional intizam
2024-05-16 11:11

Kaxa Kaladze nümayişlərdə iştirak edən avropalı nazirləri düşmən adlandırıb
2024-05-16 10:58

Putini Çində belə qarşıladılar -VİDEO
2024-05-16 10:07

Slovakiyanın Baş nazirinin əməliyyatı uğurlu keçib, həkimlərlə danışır
2024-05-15 22:06

Batumi Dövlət Universitetinin qarşısında "xarici agentlər haqqında" qanuna etiraz aksiyası bərpa olunub
2024-05-15 22:04

Baltikyanı ölkələrin XİN başçıları Tbilisidə etiraz aksiyasına qoşulublar
2024-05-15 21:57

Etiraz aksiyası keçirən tələbələr Qəhrəmanlar Meydanını bağladılar
2024-05-15 20:55

Robert Fitsoya qarşı hücumu qətiyyətlə pisləyirik
2024-05-15 20:50

Slovakiyada atışma - Baş nazir yaralandı - Video
2024-05-15 20:42

Gürcüstan Prezidenti Şarl Mişellə danışıb
2024-05-15 20:06

ATƏT-in fəaliyyətdə olan sədri Gürcüstan Prezidenti ilə görüşüb
2024-05-15 19:59

Bizim aksiyamıza təxminən beş dəfə çox insan gəlmişdi- VİDEO
2024-05-15 19:41

London birjasında Gürcüstan Milli Bankının səhmləri 10 faiz ucuzlaşıb
2024-05-15 19:13

Parlament plenar iclas formatında gender kvotalarının ləğvi ilə bağlı qanunvericilik təşəbbüsünə prezidentin veto qoymasını müzakirə edəcək
2024-05-15 18:49

16 may üçün xarici valyutanın rəsmi məzənnəsi
2024-05-15 18:26

Təslim olmayın, bizdən şifahi dəstəkdən daha çoxunu gözləyə bilərsiniz - Rot aksiyada bildirib
2024-05-15 14:52

Qanun dəyişdirilməsə, məsul şəxslərə və onların ailələrinə qarşı məhdudiyyətlər tətbiq olunacaq
2024-05-15 14:43

NATO Gürcüstan hökumətinə çağırış edib
2024-05-15 12:47

İtaliyalı turist şəhadət gətirib müsəlman oldu
2024-05-15 12:44

Gürcülər necə gələcək istədiklərinə qərar verməlidirlər
2024-05-15 12:39

Azərbaycan, Gürcüstan və Türkiyə arasında gömrük prosedurlarının sadələşdirilməsi müzakirə edilib
2024-05-15 12:33

İranda istirahət günlərinin sayı artırılıb
2024-05-15 12:24

Quranda emosional nizam-intizamın praktiki həlli
2024-05-15 12:20

Zurabişvili Tbilisidə avropalı nazirlərlə “Xarici təsir” qanununu müzakirə edib
2024-05-15 11:36

ATƏT-in fəaliyyətdə olan sədri Gürcüstan XİN başçısı ilə danışıqlar aparıb
2024-05-15 11:27

Aksiyada saxlanıldıqdan sonra Davit Katsarava ağır döyülüb
2024-05-15 11:19

Gürcüstan parlamentində sarı təhlükəsizlik səviyyəsi qüvvəyə minib
2024-05-15 11:02

Gürcüstan hökuməti Avropa nümayəndə heyətləri ilə danışmaqdan imtina etdi - VİDEO
2024-05-15 10:39

Dünyada ən çox uşağın aclıqdan əziyyət çəkdiyi ölkə məlum olub
2024-05-15 10:30


Digər Gürcüstan xəbərləri:

Mtacmindada yanğın baş verib

37